იქ სადაც სულიერება და გრძნობაა, ანუ ავთო ვარაზის ხელოვნება

  “ჰგავდეს შენი მუშაობა ფრინველთა ფრენას. როგორც კი იფიქრებ, როგორ უნდა გააკეთო, აღარაფერი გამოვა”.

 24 ოქტომბერს TBC Art Gallery-ში გაიმართა გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ავთო ვარაზის ნამუშევრების  გამოფენა. წარმოდგენილი იყო მხატვრის რამოდენიმე ნახატი და კომპოზიცია, რომლებიც ამჟამად სხვადასხვა პირთა კერძო საკუთრებას წარმოადგენს. სიმართლე გითხრათ, აქამდე ახლოს არ ვიცნობდი ამ ადამიანის შემოქმედებას და ძალიან მიხარია, რომ საშუალება მომეცა ჩემი თვალით მენახა ამ უნიჭიერესი ადამიანის ნამუშევრები. განსაკუთრებით მოვიხიბლე მხატვრის მიერ შესრულებული პორტრეტებით, რომლებიც მნახველს თავიანთი სიკეთით აჯადოებს. გამოფენით ძალიან კმაყოფილი დავრჩი და გირჩევთ თქვენც გამონახოთ დრო და ესტუმროთ მარჯანიშვილზე მდებაზე TBC-ს ოფისს, გამოფენა ოქტომბრის ბოლომდე გასტანს.
   ორიოდე სიტყვით ავთო ვარაზის შესახებ.
ავთო ვარაზი დაიბადა 1926 წელს თბილისში.ავთანდილ ვარაზმა ადრე დაიწყო ხატვა. ძირითადად მუშაობდა პორტრეტისა და ნატურმორტის ჟანრში. მისი ფსიქოლოგიური პორტრეტები განმსჭვალულია ადამიანისადმი ღრმა თანაგრძნობით. ვარაზის ნატურმორტებისათვის დამახასიათებელია  კომპოზიციის სისადავე, საგნებისა და სივრცის ორგანიზებული ერთიანობა. მხატვარი ფიქრობდა, რომ ფერწერას ვერავინ გასწავლის: “თავისი თავის მასწავლებელი მხატვარი თავად უნდა იყოს”. განსაკუთრებული დამიკიდებულება ჰქონდა ხელოვნებასთან და ამბობდა: “ხელოვნება არის იქ, სადაც სულიერება და გრძნობაა”.
   სწორედ ავთანდილ ვარაზმა გააფორმა კინოფილმი “ფიროსმანი”, სადაც ფიროსმანის როლი თავად შეასრულა. მხატვარი 51 წლის ასაკში, 1977 წელს მარტში გარდაიცვალა, ხოლო ამავე წლის მაისში შედგა მისი ნამუშევრების პირველი პრესონალური გამოფენა.

Advertisements
Posted in Art

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s