INSPIRATION FROM 90’S TEEN MOVIES

  ერთ დღესაც გავიღვიძე და  საკუთარი თავი ვერ ვიპოვე. დიახ, გაგიკვირდებათ ალბათ მაგრამ ასეა, ვერ ვიპოვე. დიდხანს ვეძებდი, ბალიშის ქვეშ, ლოგინის ქვეშ, ტანსაცმლის კარადაში, გადავატრიალე თაროები და უჯრები, მაგრამ ამაოდ. ბოლოს როგორც იქნა ხელი ჩავიქნიე მის პოვნაზე და შევეგუე ბედს, შევეგუე იმას რომ უბრალოდ გავიზარდე!

რთული აღმოჩნდა ჩემთვის ამის გაცნობიერება თუმცა სხვა რა გზა მქონდა. დღეს სხვა თვალით ვუყურებ  ყველაფერს და ძალიან მენატრება ჩემი ცხოვრების დაუვიწყარი წლები, სკოლის წლები.როცა მომავალზე ყველაზე ნაკლებად ვფიქრობდი და ვცხოვრობდი ჩემს პატარა თინეიჯერული პრობლემებით სავსე სამყაროში, რომელთა გადაწყვეტაც კაცობრიობის გადარჩენას უდრიდა.
    ნოსტალგიამ მძლია და პოსტის დაწერა გადავწყვიტე ამ თემაზე. 90–იანი წლების ახალგაზრდულ ფილმებს გადავავლე თვალი, ზოგს თავიდან ვუყურე, სკოლისდროინდელ ჩანაწერებს გადავხედე და უფრო მეტიც, წარსულში ჩემთვის სატანჯველი სკოლის ფორმის ძებნა დავიწყე. სკოლის ფორმა ვერ ვიპოვე,თუმცა  ძველმანებში დედაჩემის სკოლის დროინდელ დაპლისულ ქვედაბოლოს და თეთრ, ნაქარგებიან პერანგს წავაწყდი, ძალიან  მომეწონა და აღვფრთოვანდი აღმონაჩენით 🙂

 


მოკლეთ ძალიან ჩავერთე და გავერთე 90–იანი წლების ფილმების სტილით. თქვენც იგივეს გისურვებთ!:)



                                                                10 Things  Hate About You 

  



                                                                Dazed and Confused

  

                                                                    Clueless (1995)

                                                                        Mystery Date


                                                                        CRAY BABY


Singles

hairy-bird

Pretty-in-pinK

შემდეგი ფილმი მართალია განსხვავდება დანარჩენებისაგან იმით,რომ კინოკლასიკადაა მიჩნეული. თუმცა  დანარჩენებივით 90–იანი წლების განეკუთვნება და მეც მახსენებს იმ დროს როცა პირველად ვნახე ბერნარდო ბერტოლუჩის ეს ბრწყინვალე ნამუშევარი.ლივ ტაილერი გამორჩეულად მშვენიერია ამ ფილმში .



                                                                  Stealing Beauty (1996) 

           
                                                                   Romeo + Juliet (1996)



Posted in Art

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s