S/S TREND: Pastel Colors

მიუხედავად იმისა, რომ მოდის ქვეყნებმა უკვე უმასპინძლეს 2012 წლის, ზამთრის კოლექციებს, მე არ ვჩქარობ ზამთრის ტენდენციების გაშუქებას. ამის მიზეზი ალბათ ძნელი გამოსაცნობი არ არის. უბრალოდ მომბეზრდა სიცივე და ჯერ ჩვენთან დაუმდგარი გაზაფხულის მოლოდინში, თბილი და მზიანი პოსტების დაწერის სურვილი მაქვს. ვფიქრობ თქვენც ჩემსავით საგაზაფხულო გარდერობის განახლებაზე ჯერაც არ გიზრუნიათ. თუ ასეა ძალიან კარგი!

Anyway,  ამ წლის კიდევ ერთი საგაზაფხულო ტენდენცია  პასტელის ფერებია. თუკი თვლით, რომ ნეონის მყვირალა ფერები თქვენთვის არ არის,ნუ ჩააცივდებით მაინცდამაინც შავს ან მუქ ტონებს. შეგიძლიათ თქვენი ჩაცმულობა პასტელის ფერებით გადაახალისოთ. ეს ფერები დაგეხმარებათ ადვილად შეუხამოთ ტანსაცმელი ერთმანეთს და შეიქმნათ ნაზი, საგაზაფხულო იმიჯი. განსაკუთრებით აქტუალურია პასტელის ჯინსები, სცადეთ თქვენც! ნუ ჩათვლით, რომ  წონის გამო არ ღირს ღია ფერების ტარება. ეს სისულელეა! შეუხამეთ ტანსაცმლის ფერი, თვალის ფერს და ჩაიცვით ის რაც გიხდებათ. გახსოვდეთ, რომ ყოველთვის იქნება მოდაში ისეთი რამ, რაც შესაძლოა არ მოგიხდეთ, თუმცა ყოველთვის იქნებით მოდურად ჩაცმული, თუ მოირგებთ იმას, რაც გიხდებათ.

ნახეთ ფოტოები მეტი ინსპირაციისთვის 😉

enjoy!

     

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s