mirror glasses

სათვალე სარკის ეფექტით, ანუ mirror glasses.  (რატომღაც ინგლისურად მაინც ყველაფერი კარგად ჟღერს ხოლმე:)) უდაოდ ძალიან ლამაზი ტრენდია. ახალისებს ჩაცმულობას და თან ყველანაირ სტილს უხდება.  საზღვარგარეთ ძალიან მოდურია და ეჭვი მაქვს ჩვენთანაც მალე გაჰიტდება.

ზუსტად რამდენიმე დღის წინა გავაფუჭე ჩემი ერთგული სათვალე, მიზეზიც გამიჩნდა რომ ახალი შევიძინო:)

მე თითქმის ყველა ფერი მომწონს, თქვენ??

mirrored_sunniesmirror-sunglasses-trendmirror5mirror10New Folder (2)1

Advertisements

რა არის etsy.com ??


საერთოდ ესე მჭირს ხოლმე, აღმოვაჩენ ახალ საიტს ან ბლოგს, გავგიჟდები, გადავირევი და მერე მთელი კვირა იქ დავძრომიალობ, ასე დამემართა etsy.com-ის შემთხვევაშიც:)

http://www.etsy.com– არის საიტი, სადაც 15 მილიონზე მეტი ბაიერი და კრეატიული ბიზნესის მწარმოებელია დარეგისტრირებული. ისინი ყიდიან ხელნაკეთ ნივთებს, დაწყებული მისალოცი ბარათებით, დამთავრებული ტანსაცმლითა და თიხის ჭურჭლით.

საიტზე ნებისმიერ მსურველს, ძალიან მარტივად შეუძლია დარეგისტრირება და საკუთარი მინი ბიზნესის წამოწყება.(თუკი გაინტერესებთ ნივთის განთავსება $0.20 ღირს, ხოლო გაყიდული ნივთიდან საიტი-3,5% იღებს).

დამერწმუნეთ გაოცდებით როდესაც ნახავთ უამრავი ნიჭიერი და კრეატიული ადამიანის პროფილს, რომლებიც საკუთარი ხელით შექმნილ ნივთებს ყიდიან. თუკი ბიზნესის წამოწყება არ გინდათ შეგიძლიათ მყიდველი ან ჩემსავით, უბრალო დამთვალიერებელი გახდეთ ამ საიტის.

თუმცა მინდა გაცნობოთ, რომ საიტზე მხოლოდ ხელნაკეთი ნივთები არ იყიდება, აქ აღმოაჩენთ vintage ტანსაცმელს და აქსესუარებს, ანტიკვარულ ულამაზეს ნივთებს(რომლებიც საკმაოდ ძვირი ღირს). ასევე ხელსაქმისთვის აუცილებელ აღჭურვილობას: ლენტებს, ბისერებს და ა.შ.

მოკლეთ, ესტუმრეთ http://www.etsy.com . მერწმუნეთ აუცილებლად ნახავთ რაიმე საინტერესოს;)

ხელნაკეთი ნივთები

Collagesავეჯი

khvქუდები

khv-001სამკაული

vintage

Помеченные фотографии

My style Icon-Natalie Suarez

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ძვირადღირებული ბრენდებით შემოსვა სულაც არ ნიშნავს გემოვნებიანად ჩაცმას. შესაძლებელია დიზაინერების უახლესი კოლექციებით იმოსებოდე, მაგრამ მაინც არ იყო გამორჩეული, ან შესაძლოა გამორჩეული იყო, მაგრამ არა კარგი გაგებით:)). ვფიქრობ, ამ ბოლო პერიოდში “შესამჩნევად” ყოფნის სურვილმა ბევრს ზღვარი დააკარგვინა გემოვნებიანად ჩაცმასა და შესამჩნევად ჩაცმას შორის(თუმცა საქართველოს ეს არ ეხება ჯერ–ჯერობით)

Anyway, ჩემი აზრით ყველაზე მთავარია, რომ სტილი შეესაბამებოდეს შენს “მე”–ს.  შეიძლება არც დაიჯეროთ, მაგრამ ადამიანს ყოველთვის ეტყობა, როცა თავს არ გრძნობს კარგად იმ სამოსში რაც აცვია. მინდა გაგაცნოთ ადამიანი, რომელიც ვფიქრობ მშვენივრად ახერხებს შეუხამოს vintage სამოსს, ბრენდული და შეინარჩუნოს თავისი განსაკუთრებული სტილი.

ნატალი სუარესი New York–ში მოღვაწე მოდელი და მუსიკოსია. აქვს საკუთარი ბლოგი Natalie Off Duty, სადაც წერს მოდაზე, საკუთარ სტილზე, ცხოვრებაზე და ა.შ მისი სტილია new vintage, რომელიც მე ძალიან მომწონს  და ვთვლი, რომ ჩემთან რაღაცნაირად ახლოსაა. მოკლეთ ამოვარჩიე რამდენიმე ლუქის  ფოტო და გიზიარებთ:)

Enjoy!

Posted in Art

ბაროკოს პრინტები

გავიხსენოთ 90–იანი წლების ვერსაჩე, ჭრელი კოლექციები ბაროკოსეული, ულამაზესი პრინტებით.  ძველი ბურდას ჟურნალებიდან , რომელთაც დღემდე რელიქვიად ვინახავ, კარგად მახსოვს, ჭრელ სამოსში გამოწყობილი მოდელები, დიდი სამკაულებით.  კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი 90–იანი წლების ტრენდებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ მოდა მართლაც ბრუნდება, მაგრამ განახლებული, თანამედროვეობას მორგებული სახით. ეს სეზონი ზოგადად პრინტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მე პირადად ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, ზაფხულს უხდება ხალასი ფერები. რაც შეეხება ბაროკოს პრინტებს, ვთვლი, რომ ძალიან მდიდრული და ელეგანტურია. რამოდენიმე კვირის წინ მეც შევიძინე ZARA-ს ფერადი კაბა სწორედ ამგვარი პრინტით, რომელსაც შემდეგ პოსტში განახებთ:)

მანამდე კი იპოვნეთ პარალელები, 90–იანები და ზაფხული 2012.

წვიმიანი პოსტი:)

ამბობენ, რომ ამინდი ადამიანების განწყობაზე მოქმედებს. ზოგჯერ კი პირიქითაც ხდება, იღვიძებ და ხვდები, რომ ამინდი სრულიად შეესაბამება გუშინდელი საღამოსგან გაფუჭებულ შენს ხასიათს. (აი ფილმებში  რომ ხდება, სევდიანი მომენტი და წვიმიანი ამინდი) თვალს ახელ, ფანჯარაში იხედები. მოღრუბლულია, სულ რაღაც დღის 12 საათია მაგრამ მაინც სიბნელეა, ცრის. სხვანაირი ამინდი არც შეიძლებოდა ყოფილიყო!

ალბათ ყველა ადამიანის ცხოვრებაში ყოფილა ასეთი დღე. დღე როცა ხვდები, რომ შენ თავთან ყოფნა გაკლია, რომ მოგბეზრდა ყალბი ურთიერთობები, უგულო მისალმება, სოციალურ ქსელში გავრცელებული შენიღბული, საიმიჯო სტატუსები. მოგბეზრდა ის, რომ ყველაფერს სხვების დასანახად აკეთებ და ის სხვებიც სწორედ ასე იქცევიან. უბრალოდ ცუდად ხარ იმის გამო, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ხარ.

და მაინც რა საჭიროა ამდენი სიყალბე?

მე–2 კურსზე ვიყავი თუ არ ვცდები, როდესაც ჩემს სოციოლოგიის ლექტორთან შევკამათდი. ის ამბობდა, რომ ადამიანი ყველაფერს არა თავისთვის, არამედ საზოგადოების დასანახად აკეთებს. აქ ის გულისხმობდა ქცევას, ჩაცმას, სახლის მოწყობას და დღიურის წერასაც კი. მაშინ არ მინდოდა გამეგო, ახლა კი ვიცი, ჩვენ, ადამიანები, ძალიან დიდ დროს ვუთმობთ იმაზე ფიქრს თუ როგორ გვხედავენ სხვები ან როგორ გვინდა  რომ ჩვენ ისინი გვხედავდნენ. ამ პოსტის წაკითხვისას ჩემი ლექტორი აუცილებლად მეტყოდა: შენ ეს იმიტომ კი არ დაწერე, რომ უბრალოდ წერა გინდა, არამედ იმიტომ, რომ მკითხველს დაანახო თითქოს შენ ზემოთ ხსენებულ ადამიანთა რიცხვს არ ეკუთვნი. მაგრამ მე არ ვაპირებ ვუარყო, რომ ზუსტად მათ რიცხვს ვეკუთვნი. ჯერ მარტო ის ფაქტი, რომ ბლოგი მაქვს ამაზე მეტყველებს, პლიუს ამას, დამეთანხმებით, რომ თითქმის  ყველა ადამიანი ვინც სოციალურ ქსელშია გაწევრიანებული ერთგვარი პროდუქტია, რომელიც ამ ინტერნეტ, მარკეტინგული მექანიზმით თავის სარფიანად წარმოჩენას ცდილობს(სტატუსები, ფოტოები, CHECK-IN ები და “დაშეარებული” სტატიები თუ კლიპები, მოკლეთ ყველაფერი).  ამ შემთხვევაში კი მეტყოდა ჩემი ლექტორი: ამას იმიტომ წერ, რომ მკითხველი დააინტერესო და ხაზი გაუსვა შენს გულახდილობას. მოკლეთ  ჩემო მკითხველო, ყველა შემთხვევაში ეს პოსტი თქვენთვის დაიწერა და ამ ლოგიკით, მე განზრახული მაქვს თქვენზე შთაბეჭდილება მოვახდინო, თავი რაღაცა კუთხით დაგანახოთ, მაგრამ  სანამ გადაწყვეტდეთ, რომ შემიცანით გაითვალისწინეთ, რომ შესაძლოა სიყალბის მსხვერპლი აღმოჩნდეთ და ყველა ჩემს მიერ დაწერილ ფრაზას რაღაც ფუნქცია და მცდელობა ქონდეს. მაგრამ ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ ეს სიყალბე მხოლოდ ინტერნეთ სივრცეში მეფობს. ადამიანები გამუდმებით დასცინიან სხვას რომ თავი მათზე ჭკვიანად, გემოვნებიანად ან რავიცი კიდევ რად წარმოაჩინონ. გამუდმებით რაღაცის მტკიცებაში არიან.

ცხოვრება თამაშიაო ნათქვამია, მაგრამ ნუთუ არ არის ჩვენს ცხოვრებაში მომენტი, როცა ადამიანები ვართ ნამდვილად, სრულიად  გულახდილები? ალბათ არა, ალბათ მხოლოდ მაშინ როცა ვერავინ გვხედავს, არავინ გვისმენს, მაშინ როცა სევდიან განწყობაზე ვართ, როცა ადამიანური სისუსტე გვძლევს, როცა არავინ გვყავს ირგვლივ იმისათვის, რომ მასზე შთაბეჭდილება მოვახდინოთ. გარეთ კი ისევ  წვიმს, ოთახში ცხელი ყავა, შოკოლადი, კარგი წიგნი და ბევრი უაზრო ფიქრები. ალბათ მარტო ყოფნა ზოგჯერ კარგია იმისათვის, რომ გაიხსენო ვინ ხარ სინამდვილეში, ეს არ არის უაზროდ გაფლანგული წუთები. მეორე დღეს ხომ ისევ გათენდება, შენი სევდაც სადღაც  გაქრება და დაიწყება ახალი დღე ძველი საზრუნავით : რა ჩავიცვა დღეს სამსახურში?

Posted in Art

Girls in Caps!!

ამ ბოლო დროს ძალიან გამიტაცა კეპებმა, ალბათ ესეც ბავშვობაზე მოძალებული ნოსტალგიის ბრალია:)))

ბიჭებზე ყოველთვის მომწონდა, ახლა კი ვფიქრობ გოგონებსაც ძალიან უხდებათ, თუკი სწორად და საჭირო დროს შეუხამებენ სამოსს.

გადავწყვიტე თავადაც ვატარო, უბრალოდ ჯერ არ მაქვს შესაფერისი და იმედია მალე მექნება:)

უცხოური ქუჩის მოდაში ხშირად ვხვდებით კეპიან გოგონებს. მათგან ზოგი სპორტულ სამოსთან ატარებს მას, ზოგი კი უფრო მეტ გამბედაობას იჩენს და კლასიკურ სამოს უხამებს პრაქტიკულ კეპს. ვფიქრობ მშვენიერი გადაწყვეტაა. ვისაც ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ, სცადეთ! კეპიან გოგონას თბილისის ქუჩებში ბევრს ვერ შეხვდებით 😉

Posted in Art

Andrea LaHue

თანამედროვე ხელოვნების კიდევ ერთი წარმომადგენელი, ამჯერად ქალბატონი, Andrea LaHue. დაიბადა იტალიაში, თუმცა თავის სახლად ლოს ანჯელესს მოიხსენიებს. მოღვაწეობს, როგორც ამერიკაში, ასევე ევროპაში. მისი ყველაზე ბოლო და მაშტაბური პროექტი იყო– “Cross Country Random Acts of Flowers”, რომელიც გულისხმობდა აშშ–ს 45 ქალაქში, შენობებზე, 100 გიგანტური ყვავილის დახატვას. პროექტმა გაამართლა. მე ძალიან მომწონს ეს ნახატები, ფერები და ემოცია, რომელიც მათი ნახვისას გამიჩნდა. ვფიქრობ მშვენიერი ინსპირაციის წყარო იქნებოდა დიზაინერებისათვის, პირადად მე, სიამოვნებით ჩავიცვამდი ასეთ პრინტებიან სამოსს. თუმცა, მათი თვალიერებისას კიდევ ერთხელ გული დამწყდა, რომ ჩვენთან street art-ი განვითარების ეტაპზეც კი არ არის. hope for the best!:)

Greg Gossel- Mix Media Artist

გადავწყვიტე ეს ადამიანი და მისი შემოქმედება გაგაცნოთ, რადგან პირადად მე ძალიან მომწონს. ეს არის გრეგ გოსელი, ახალგაზრდა  ეგრეთწოდებული mix media არტისტი, რომელიც ქმნის ნამუშევრებს პოსტერების და საღებავების გამოყენებით. იგი დაიბადა ვისკონსინში (აშშ),  1982 წელს. სწავლობდა გრაფიკული დიზაინის განხრით.  გოსელი თავისი ნამუშევრების შესაქმნელად იყენებს ძველ ფოტოებს, გაზეთებს, ჯურნალების პოსტერებს, მაკულატურას, ძველ რომანტიულ კომიქსებს. მთავარი ის არის, რომ გრეგ გოსელის საკმაოდ ოსტატურად გამოსდის ის საქმე რასაც იგი ემსახურება. მისი შემოქმედება ესთეტიურად ძალიან ლამაზია და ჩემის აზრით, კომერციულიც უნდა იყოს. მისი ნამუშევრები წარმოადგენს სიტყვების, ნახატების და ჯესტების ექსპრესიულ ურთიერთქმედებას. ვფიქრობ აქ მთავარი ფერები და ემოციებია, სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ მისი შემოქმედება ფერწერაა. დღეს–დღეობით, გრეგ გოსელის წარმოდგენილი აქვს 11 სოლო გამოფენა, მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში.(Los Angeles, San Francisco, New York, Copenhagen, Milan, and London) ასევე 2006 წლიდან უამრავ ჯგუფურ გამოფენაში მიუღია მონაწილეობა. დღეს იგი საკმაოდ წარმატებული ხელოვანია, ცხოვრობს და მოღვაწეობს მინეაპოლისში. დანარჩენს გრეგ გოსელის შესახებ მისი შემოქმედება გეტყვით.  ნახეთ უფრო მეტი მის ბლოგზე: http://www.blog.greggossel.com/

my lovely bijou

 Like every female person, I adore all kind of accessories. Especially I  love accessories witch make noise:)(Maybe you will think it’s foolish). I can easily give the new ones, but I hardly ever give things, witch I have during the long time.That’s because I  quickly fall in love with them 🙂
This is a necklace, witch I bought in vintage magazine before Christmas. It ‘s one of my favorite accessory. I like it very much and I often use it in my outfits.

Posted in Art