New Year’s eve Dress

21 დეკემბერმა მშვიდობიანად ჩაიარა, ახალი წლის სამზადისს ვერსად გავექცევით. :)) თუმცა მე გასაქცევად არ მაქვს საქმე, მიყვარს ეს დღესასწაული, მოლოდინი ახალი  წლის, რომელიც იმედი მაქვს, რომ  წარმატებული და ბედნიერი წელი იქნება. მიყვარს,  რადგან საყოველთაოა, ყველას ერთნაირად უხარია, მთელი მსოფლიო ერთ დღეს, ერთნაირი ენთუზიაზმით აღნიშნავს და ვგრძნობ რომ რაღაც უზარმაზარის ნაწილი ვარ.

ამ ახალი წლის საღამოს,  (როგორც თითქმის ყოველ წელს) განსაკუთრებით არაფერს ვგეგმავ. სახლში შევხვდები ახალ 2013 წელს და შემდეგ მეგობრების წრეში განვაგრძობ დღესასწაულს. სწორედ ეს არის ჩემთვის ახალი წლის ხიბლი, ამ დღეს იმ ადამიანებთან ერთად უნდა იყო ვინც ეს წელი შენთან ერთად გაატარა და ვინც იცი რომ შემდეგ წელსაც შენთან ერთად იქნება.

რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, კაბა ჯერ არ მაქვს. რომ მექნება აუცილებლად დავდებ ფოტოებს. ჯერ ვერ მოვახერხე გავლა–გამოვლა მაღაზიებში. თუმცა,  წელს ხმას თამამ, ბრჭყვიალა, ფარფლებიან, ბისერებიან, ასიმეტრულ კაბებს ვაძლევ. თუ თქვენ უფრო კლასიკურ სტილს ანიჭებთ უპირატესბას, შავი სადა კაბა როგორც ყოველთვის ახლაც საუკეთესო გამოსავალია. ჩემი რჩევა იქნება, რაიმე ორიგინალური სილუეტის კაბა შეარჩიოთ, მაგალითად ლამაზი, მოღებული ზურგით ან ეფეტქური სამკაულებით გაამდიდროთ თქვენი საახალწლო ლუქი. ძალიან მომწონს ფერადი ბარხატის კაბები, მუქი მყვანე, შინდისფერი. ვფიქრობ რაღაცნაირად ნაზია და უხდება სადღესასწაულო გარემოს. მოკლეთ არ აქვს მნიშვნელობა მეგობართან სახლში აპირებ დღესასწაულის აღნიშვნას, თუ ღამის კლუბში ან გლამურულ რესტორანში,  ახალი წლის ჯადოსნური საღამოსთვის მე თუ მკითხავთ არაფერია ზედმეტად ბრჭყვილა 😉 ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!! little black dress 89860955035054563_LJoP4ZCK_ctumblr_mfsw5gJRrU1rkv2oio1_500tumblr_mfrqwzR00G1rth9mvo1_500

Advertisements

Metallic!!

ალბათ დამეთანხმებით, რომ  2012 წლის ზაფხულში მეტალი ძალზედ ტენდენციური გახლდათ. ვგულისხმობ მეტალის, როგორც მასალის პირდაპირ  გამოყენებას (აქსესუარები, ფეხსაცმლის და ტანისამოსის დეტალები), ასევე მეტალის თეორიულ  გამოყენებას და სხვადასხვა მასალის  მეშვეობით  მეტალის შთაბეჭდილების შექმნას. ეს უკანასკნელი მეთოდი  წამყვანმა დიზაინერებმა 2012 წლის ზამთრის კოლექციებშიც სცადეს(Stella McCartney,Balmain, Paco Rabanne, Chanel). მე ვიტყოდი, რომ ზამთარს უფრო მეტად უხდება ცივი ფერები. მომწონს ეს ტრენდი და მიხარია, რომ  ამ სეზონზეც აქტუალური იქნება. პირადად მე სიამოვნებით მოვიხდენ ჩემს საყვარელ მეტალისებურ ყელსაბამს, რომელსაც ამ ზაფხულს ვატარებდი და ნაქსოვ ზედას, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ უკვე მთელს თბილისს აცვია ძალიან მომწონს:)))

გადაავლეთ თვალი ფოტოებს, 2012 წლის ზამთრის კოლექციებიდან:) მეტი ინსპირაციისათვის!!;)

ბაროკოს პრინტები

გავიხსენოთ 90–იანი წლების ვერსაჩე, ჭრელი კოლექციები ბაროკოსეული, ულამაზესი პრინტებით.  ძველი ბურდას ჟურნალებიდან , რომელთაც დღემდე რელიქვიად ვინახავ, კარგად მახსოვს, ჭრელ სამოსში გამოწყობილი მოდელები, დიდი სამკაულებით.  კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი 90–იანი წლების ტრენდებს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ მოდა მართლაც ბრუნდება, მაგრამ განახლებული, თანამედროვეობას მორგებული სახით. ეს სეზონი ზოგადად პრინტების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მე პირადად ძალიან მომწონს ეს ყველაფერი, ზაფხულს უხდება ხალასი ფერები. რაც შეეხება ბაროკოს პრინტებს, ვთვლი, რომ ძალიან მდიდრული და ელეგანტურია. რამოდენიმე კვირის წინ მეც შევიძინე ZARA-ს ფერადი კაბა სწორედ ამგვარი პრინტით, რომელსაც შემდეგ პოსტში განახებთ:)

მანამდე კი იპოვნეთ პარალელები, 90–იანები და ზაფხული 2012.

გამჭვირვალობა მოდაშია!

წელს, ამ სეზონზე დიზაინერებმა გადაწყვიტეს ყველაზე ინტიმური, პირადი, იდუმალი და ხელშეუხებელი ნივთი–ჩანთა, არც მეტი, არც ნაკლები, გამჭვირვალე გახადონ. ქალის აქსესუარი, რომელიც მამაკაცებისთვის ყოველთვის ინტერესის საგანია და რომელიც ქალბატონების უამრავ საიდუმლოს ინახავს, თავის იდუმალებას დროებით კარგავს. 2012 წლის ზაფხულის მოდური ტრენდი ეს  გამჭვირვალე ჩანთაა!  დიზაინერებმა, როგორებიც არიან Alexander McQueen, Chanel, Oscar de la Renta, Prada წარმოგვიდგინეს პლასტიკის ჩანთები, გაწყობილი ტყავით, ზამშით  და სხვა მასალით. უცხოურ ქუჩის მოდაშიც, რასაკვირველია აიტაცეს ეს სიახლე და გამჭვირვალობა წლევანდელი ზაფხულის ტრენდად იქცა. საკუთარი პირადულის სააშკარაოზე გამოტანა არც თუ ისე ადვილია. ვნახოთ რამდენად აიტაცებენ ქართველები ამ სიახლეს. ჩემი რჩევა იქნება, ჩანთაში რჩეული და საჭირო ნივთები მოათავსეთ და მაინცდამაინც ნუ გადატვირთავთ;)

Must Have- Espadrilles!

მახსოვს, ბავშვობაში განსაკუთრებით მიხაროდა მაღაზიებში დედაჩემთან ერთად სიარული და რაიმე ახალი ნივთის შეძენა. ერთი სული მქონდა, როდის ჩავიცვამდი ახალ ნაყიდ ტანისამოსს ან ფეხსაცმელს და წავიდოდი სკოლაში. არა, არასდროს ვყოფილვარ ჩაცმაზე გადარეულ–გაჭედილი და არც დღეს ვარ, უბრალოდ ყოველთვის მიყვარდა ლამაზი ნივთები. და დღესაც ასეა.

კარგად მახსოვს ერთ–ერთი ასეთი ნივთი. მე–5 კლასში ვიყავი ალბათ, როცა ესპადრილები მიყიდეს. უუბედნიერესი ვიყავი, როცა ჩემი ახალი, ზოლიანი ესპადრილი მოვირგე სახლში მოსულმა და გახდა აღარ მინდოდა. მეორე დღესვე მეცვა სკოლაში და აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობარს ჰქონია ზუსტად ჩემნაირი, ოღონს ცისფერი:))) მოგეხსენებათ, მაშინ ბევრი ფეხსაცმლის მაღაზია არ იყო თბილისში  და  თურმე მასაც იქ უყიდია. მას მერე, კიდევ 2–ჯერ აღმოვჩნდით იგივე სიტუაციაში მე და ელენე, ორივეჯერ ფეხსაცმელი გვქონდა ერთნაირი.

მოკლეთ, ვისაც ბავშვობის ნოსტალგია ჩემსავით შემოგაწვათ, მინდა გახაროთ, რომ  წელს ესპადრილები ნამდვილი must-have-ია. ასე, რომ  ერთი წყვილი თქვენს გარდერობშიც იქონიეთ. დამიჯერეთ,  ერთი დაბალი, კომფორტული, არაკეტი, არაბენსიმონ ფეხსაცმელი ამ ზაფხულს აუცილებლად გამოგადგებათ 😉

Python skin pattern

ალბათ დამეთანხმებით, რომ წელს ლეოპარდის პრინტის პოპულარობამ პიკს მიაღწია საქართველოს, კერძოდ თბილისის ქუჩის მოდაში. თავდაპირველად ცოტა ეჭვის თვალით უმზერდა ქართველ მანდილოსანთა ნაწილი ამ მოდის სიახლეს, თუმცა სულ მალე, ერთმანეთის შემხედვარე ქართველები გათამამდნენ და ეს ტენდენცია აქტიურად შემოიჭრა თბილისის მაღაზიებში და შემდეგ გარდერობებში.

მოკლეთ ჯერი პითონზე მიდგა.

დარწმუნებული ვარ მალე ეს ტრენდი ისეთივე აქტუალური გახდება ჩვენთან, როგორიც საზღვარგარეთულ ქუჩის მოდაშია.  ლეოპარდისგან განსხვევებით, პითონის ტყავი უფრო მრავალფეროვანია და უფრო ფერადიც. მე როგორც გველების მოყვარულს, ეს მოდის სიახლე მომწონს, თუმცა ზომიერების დაცვა აქაც საჭიროა.  ძალიან მომწონს პითონის ამავე პრინტთან შეხამება.ასევე მომწონს ის, რომ ამ პრინტის გამოყენება, შესაძლებელია, როგორც კლასიკურ სამოსში, ასევე ახალგაზრდულ, თავისუფალ სტილში.

ნახეთ ფოტოები და შეაფასეთ:)

Chloé

Just Cavalli

Celine

Coachella 2012

ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ფესტივალის შესახებ სახელად Coachella . ვისაც სმენია, დარწმუნებული ვარ, რომ აქ მოხვედრა, ოცნებად ექცა. ხოლო ვისაც ჯერ არ სმენია, ალბათ განსაკუთრებით დაინტერესდება .

მოკლეთ, Coachella–ეს არის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება კალიფორნიაში. უამრავი ახალგაზრდა იყრის თავს, სხვადასხვა ქვეყნიდან, რომ დაესწროს ამ ღონისძიებას, მოუსმინოს ცოცხალ მუსიკას, გაერთოს მეგობრებთან ერთად და უბრალოდ კარგი დრო გაატაროს. აქ შეხვდებით არა მარტო მელომანებს, არამედ ბლოგერებს, რომლებიც წერენ ფესტივალის მოდის ტენდენციებზე, ასევე  თითქმის ყოველ წელს ჩამოდიან  ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: Kate Bosworth, Drew Barrymore, Alexa Chung, Alessandra Ambrosio, Kelly Osbourne and Nicole Richie. მოკლეთ, შესაძლოა სრულიად შემთხვევით, კონცერტზე, თქვენს გვერით მდგომი ადამიანი  აღმოჩნდეს არც მეტი, არც ნაკლები ჰოლივუდის ვარსკვლავი.

წელს Coachella გაიმართა, ტრადიციულად კალიფორნიაში, 13–15 და 20–22 აპრილს. ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ : The Black Keys, Radiohead, and Dr. Dre with Snoop Dogg. Jimmy Cliff, Arctic Monkeys, David Guetta, the Shins, Florence and the Machine, and At The Drive-In will. ასევე ორგანიზატორებმა სცენაზე გააცოცხლეს ლეგენდარული 2pac-ი, ჰოლოგრამის სახით. რაც ვფიქრობ ძალიან შთამბეჭდავი იყო.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფესტივალისთვის დამსწრე საზოგადოება წინასწარ, აქტიურად ემზადება. არჩევენ ლუქებს ყოველი დღისთვის, ცდილობენ იყვნენ გამორჩეულები და ორიგინალურები. ამიტომაც ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ჩემი მკითხველისთვის, ის ტენდენციები, რომლებიც წლევანდელ ფესტივალზე გამოვლინდა. ფოტოების არჩევისას საოცრად მომინდა ღია ცის ქვეშ, კარგ კონცერტზე დასწრება. იმედი მაქვს წლევანდელი გაზაფხული–ზაფხული ამ მხრივ საინტერესო იქნება საქართველოში.   

Floral Prints!

მეგობრებისთვის არაერთხელ მითქვამს, რომ ძალიან მიყვარს სეზონების ცვლილება. ანუ ის პერიოდი, როცა ამინდები იცვლება სეზონის შესაბამისად. ასეთ დროს ძალიან დადებითი ემოციებით ვივსები და ყოველთვის რაღაც ახლის შეგრძნება მეუფლება. საერთოდ ასეთი ვარ,  ყველაფერი ადვილად მბეზრდება და ძალიან მიხარია, როცა რაღაც იცვლება, მითუმეტეს თუ ეს ცვლილება დადებითია.

ალბათ სწორედ ამიტომ არის მოდა ჩემი ინტერესის სფერო, ის ხომ ყოველ სეზონზე ახალ ტენდენციებს გვთავაზობს და მუდამ განახლებადია . როდესაც ვამბობ ინტერესის სფერო, ზუსტად ამას ვგულისხმობ. საბედნიეროდ არ მაქვს სნობური დამოკიდებულება ამ კუთხით, არც ყველა გამვლელს არ ვაკრიტიკებ ჩაცმულობის გამო და საერთოდ, ძალიან ცოტას ვლაპარაკობ ამ თემაზე. როგორ აგიხსნათ, ეს ძალიან გავს სპორტით გატაცებას,  უბრალოდ ძალიან აზარტულია.

რაღაც გამიგრძელდა, არადა გაზაფხულის ულამაზეს ტენდენციაზე ვაპირებდი დამეწერა. საოცარია, როგორ მოქმედებს ამინდი ადამიანის განწყობაზე. დღეს მთელი დღეა მინდა ჭრელი სამოსი ვატარო და მიხარია, როცა ვხედავ სხვა “ჭრელ” ადამიანებს. ძალიან გამიტაცა ყვავილების პრინტების თვალიერებამ, მოვიხიბლე იმ ადამიანთა ფანტაზიით, რომლებიც ასე სწორად და შესაძლოა არასწორად, მაგრამ მაინც ლამაზად ახერხებენ შეუხამონ და მოირგონ ყვევილებიანი სამოსი. გარდა იმისა, რომ ყვევილების პრინტი მოდურია ამ სეზონზე, ასევე ეს არის მარტივი გადაწვეტა პრობლემისა: რა ჩავიცვა დღეს? სადა, ჭრელი კაბა ყველა ქალს უხდება  და ყველას გამოარჩევს. მთავარია პრინტი იყოს ლამაზი და უჩვეულო. სცადე და მოქექე ძველმანები, ბებიის ნაქონი კაბები:) რაც ადრე უგემოვნოდ მიგაჩნდა, შესაძლოა დღეს მოგეწონოს და გამოგადგეს. 

Spring 2012 Jewelry

ალბათ ორიგინალური არ ვიქნები თუ გეტყვით, რომ სამკაულს შეუძლია უბრალო ჩაცმულობას, მდიდრული და გამორჩეული ელფერი შესძინოს. ეს მართლაც ასეა, სცადეთ უბრალო კაბაზე დიდი, ეფექტური საყურე და თქვენ უკვე სადღესასწაულოდ გამოიყურებით. ან ჯინსებს და პერანგს მოუხდინეთ დიდი, ფერადი მძივი და თქვენი მშვენიერი ლუქი მზად არის.

ვაღიარებ, რომ  ჩვეულებრივი მანიაკი ვარ ამ კუთხით. მიყვარს ყველანაირი სამკაული, რომელიც ჩხრიალებს ან რაიმე  ხმას გამოსცემს:))) გვეღირსაგაზაფხულურიდღეების მოსვლასთან ერთად, სამკაულების ტარების მეტი სურვილი გამიჩნდა. გადავხედე ამ სეზონის კოლექციებს და რადგან ძალიან ბევრი სამკაული იყო, შევარჩიე მათგან რამოდენიმე. მაშ ასე წარმოგიდგენთ ჩემგან მოწონებულ, (იმედი მაქვს შემდგომში თქვენგან მოწონებულ) გაზაფხული 2012–ს, ულამაზეს სამკაულებს.

Flutter    Fenton Oscar de la Renta Erickson Beamon

                   

   Dolce & Gabbana

   Dannijo