New Year’s eve Dress

21 დეკემბერმა მშვიდობიანად ჩაიარა, ახალი წლის სამზადისს ვერსად გავექცევით. :)) თუმცა მე გასაქცევად არ მაქვს საქმე, მიყვარს ეს დღესასწაული, მოლოდინი ახალი  წლის, რომელიც იმედი მაქვს, რომ  წარმატებული და ბედნიერი წელი იქნება. მიყვარს,  რადგან საყოველთაოა, ყველას ერთნაირად უხარია, მთელი მსოფლიო ერთ დღეს, ერთნაირი ენთუზიაზმით აღნიშნავს და ვგრძნობ რომ რაღაც უზარმაზარის ნაწილი ვარ.

ამ ახალი წლის საღამოს,  (როგორც თითქმის ყოველ წელს) განსაკუთრებით არაფერს ვგეგმავ. სახლში შევხვდები ახალ 2013 წელს და შემდეგ მეგობრების წრეში განვაგრძობ დღესასწაულს. სწორედ ეს არის ჩემთვის ახალი წლის ხიბლი, ამ დღეს იმ ადამიანებთან ერთად უნდა იყო ვინც ეს წელი შენთან ერთად გაატარა და ვინც იცი რომ შემდეგ წელსაც შენთან ერთად იქნება.

რაც შეეხება საახალწლო სამზადისს, კაბა ჯერ არ მაქვს. რომ მექნება აუცილებლად დავდებ ფოტოებს. ჯერ ვერ მოვახერხე გავლა–გამოვლა მაღაზიებში. თუმცა,  წელს ხმას თამამ, ბრჭყვიალა, ფარფლებიან, ბისერებიან, ასიმეტრულ კაბებს ვაძლევ. თუ თქვენ უფრო კლასიკურ სტილს ანიჭებთ უპირატესბას, შავი სადა კაბა როგორც ყოველთვის ახლაც საუკეთესო გამოსავალია. ჩემი რჩევა იქნება, რაიმე ორიგინალური სილუეტის კაბა შეარჩიოთ, მაგალითად ლამაზი, მოღებული ზურგით ან ეფეტქური სამკაულებით გაამდიდროთ თქვენი საახალწლო ლუქი. ძალიან მომწონს ფერადი ბარხატის კაბები, მუქი მყვანე, შინდისფერი. ვფიქრობ რაღაცნაირად ნაზია და უხდება სადღესასწაულო გარემოს. მოკლეთ არ აქვს მნიშვნელობა მეგობართან სახლში აპირებ დღესასწაულის აღნიშვნას, თუ ღამის კლუბში ან გლამურულ რესტორანში,  ახალი წლის ჯადოსნური საღამოსთვის მე თუ მკითხავთ არაფერია ზედმეტად ბრჭყვილა 😉 ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!! little black dress 89860955035054563_LJoP4ZCK_ctumblr_mfsw5gJRrU1rkv2oio1_500tumblr_mfrqwzR00G1rth9mvo1_500